კახა ბენდუქიძე

ნუცა ბათიაშვილი: საჭირო იყო მეტ ადამიანს ესაუბრა კახა ბენდუქიძის რეფორმებზე

კახა ბენდუქიძის რწმენა იყო, რომ ყველა ადამიანი გონიერია და თუ სწორად აუხსნი და გააგებინებ მიიყვან ჭეშმარიტებამდე. თავად ბევრს უხსნიდა ადამიანებს, მაგრამ არ შეიძლება ერთმა ადამიანმა გაუთავებლად ილაპარაკოს ერთი და იგივე. მას რამდენადაც შეეძლო ხსნიდა იმას, რასაც ხსნიდა. ტელევიზიაში სტუმრობისას მეტს არაფერს აკეთებდა. ალბათ საჭირო იყო მეტი საუბარი, მეტ ადამიანს ესაუბრა მაშინაც, როცა კეთდებოდა ეს რეფორმები და მას შემდეგაც. იმისთვის, რომ აეხსნათ, დაეშალათ, გაეშალათ საზოგადოებისთვის, რომ მაგალითად, ვიზების გამარტივება არ არის უბრალოდ რაღაც აკვიატება და ეკონომიკური შედეგი მოაქვს

განაცხადა გადაცემა თეორემაში სტუმრობისას ანთროპოლოგმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების ხალმძღვანელმა ნუცა ბათიაშვილმა

კომენტარები