გურჯაანის გამგეობიდან რაიონის მაჟორიტარის ბიუროს ასახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.
"რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ, გამგებელმა მიიღო გადაწყვეტილება მაჟორიტარის ბიუროს გამგეობის შენობიდან გასახლების თაობაზე და უწყება ჩააბარა", - წერს ირმა ნადირაშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე.
ნადირაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ უწყებაში ჩანს, თუ როგორ მიმართავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა რაიონის მაჟორიტარის ბიუროს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკავებული ფართი გაათავისუფლოს.
ზემოხსენებულის გარდა, უწყებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებული ფართი და ოთახებში განთავსებული მოძრავი ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და თუ მისი გათავისუფლება არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული ინება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.





