ბავშვი 44

რუსეთში სერიული მკვლელის შესახებ გადაღებული ფილმი აკრძალეს

CNN

რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შვედი რეჟისორის, დანიელ ესპინოზას  ფილმი "ბავშვი 44" ქვეყნის კინოთეატრებში არ გავა.

ოფიციალური პირების თქმით, ფილმში დამახინჯებულია ისტორიული კადრები. კულტურის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ომამდელი, ომისა და ომის შემდგომი მოვლენები ფილმში უზუსტობითაა ასახული.

"ასეთი ფილმის გაქირავება დიდი სამამულო ომის 70 წლის იუბილეს წინ მიუღებელია", - განაცხადეს რუსეთის კულტურის სამინისტროში.

ქვეყნის კულტურის მინისტრის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, რეჟისორმა რუსეთი უარყოფითად წარმოაჩინა - როგორც არასრულფასოვანი, ბოროტი სახელმწიფო.

"ბავშვი 44" ბრიტანელი მწერლის, ტომ რობ სმიტის ნოველის ეკრანიზაციაა, რომელიც საბჭოთა დროის ბავშვთა სერიული მკვლელობების გამოძიებაზე მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა მსოფლიოს კინოთეატრებში 17 აპრილსაა დაგეგმილი.

კომენტარები