ISIS-მა პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი იარმუკი დატოვა

AP

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დამასკოში პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი იარმუკი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

იარმუკიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების გასვლის შემდეგ ბანაკში ალ-კაიდას ერთ-ერთი შტო, ე.წ. ნუსრა რჩება.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ISIS-ის ასობით მებრძოლი, უკან დახევის შემდეგ, იარმუკის მეზობელ ტერიტორიაზე, ჰაჯარ ალ ასვარდში, დაბრუნდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რამდენიმე კვირით ადრე სწორედ აქედან მიიტანეს იერიში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე.

შეგახსენებთ, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ბანაკში აპრილის დასაწყისში შეიჭრნენ და მისი ნაწილი დაიკავეს. მოგვიანებით კი მათ თითქმის მთელი ბანაკის აღება შეძლეს. ISIS-ის წინააღმდეგ სირიამ და პალესტინამ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს.

კომენტარები