აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კლინტონმა ოფიციალურად გუშინ განაცხადა.

კლინტონმა სპეციალური ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სურს, იყოს რიგითი ამერიკელების უფლებების დამცველი. "ამერიკელებს სჭირდებათ ჩემპიონი და მინდა, ვიყო ჩემპიონი", - ამბობს კლინტონი ვიდეოკლიპში. 

ვიდეოში მონაწილეობენ ამერიკელებიც, რომლებიც საკუთარ იმედებსა და მისწრაფებებზე საუბრობენ.

კლინტონი გუშინვე აიოვას შტატში ამომრჩევლებს შეხვდა. 

აღსანიშნავია, რომ კლინტონს პრეზიდენტობა 2008 წელსაც სურდა. თუმცა, ბარაკ ობამასთან პრაიმერიზში დამარცხდა. 

თუ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

კომენტარები