როგორც ჩანს, დამოუკიდებლობა გვინდოდა, მაგრამ არ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა. 25 წელი რომ გავიდა, მექმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარი, რისთვისაც რიგით ქართველს უნდა სჭირდებოდეს დამოუკიდებლობა, ან საერთოდ ქართველობა, ეს არის ის, რომ შეგვეძლოს ერთ საღამოში 200 სადღეგრძელო ვთქვათ... ეს არის სერიოზული პრობლემა. იმიტომ, რომ რეალურად საბჭოთა კავშირშიც შეგვეძლო 200 სადღეგრძელოს თქმა და რუსეთის იმპერიაშიც და ბუნებრივად უჩნდებათ ადამიანებს განცდა, რომლებიც ასე ხედავენ დამოუკიდებლობის ფასს, რომ რად გვინდა? მაშინ მშვიდად მაინც ვიყავთ, რუსეთი არ გვესხმოდა თავს და სადღეგრძელოებსაც ვამბობდით... მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ არ მომხდარა ძირეული გადაფასება, არავის არ უთქვამს მკაფიოდ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ვცხოვრობდით ცუდად, არასწორად და ახლა უნდა ვიცხოვროთ აბსოლუტურად სხვანაირად... მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი, ეკონომიკა იყო ფუნდამენტურად შესაცვლელი...
tbl.ge/73w
დაკოპირდა

მედიაექსპერტი, Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი სანდრო თარხან-მოურავი 9 აპრილის და საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- ოპოზიციის ალიანსი: თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი
- წილოსანი აქციაზე: მათი იქ ყოფნა და აგრესია არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან
- ოქრიაშვილი: თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არასდროს დასრულდება
- ზურაბიშვილი: მემორიალთან მოტანილი ტიტები ამკობს დღეს მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებსაც
- ჯაფარიძე: 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც "აბა ომი გინდას" კითხულობს, გვწირავს




