რეკლამა

სააღდგომო დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 9, 10, 12 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.

მომხმარებელს ინფორმაციის მიღება მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრში (2 444444) დარეკვით შეეძლება.

შაბათს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 14 აპრილს.

საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრი 11 აპრილის 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24-საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარები