თავდაცვის სამინისტრო

ჯანელიძე: 2008 წელს დაღუპული სამხედროების დაკრძალვაზე უნდა ვყოფილიყავი

თუ მეკითხებით, უნდა ვყოფილიყავი თუ არა, კი ბატონო, უნდა ვყოფილიყავი [აგვისტოს აგრესიის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ნეშტების დასაფლავებაზე]. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია და ჩვენი კოლეგების თხოვნით დაინიშნა 2 აპრილს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხად.

კომენტარები