ჯარისკაცების დაკრძალვა

კვირიკაშვილი ჯანელიძეზე: რაღაც სიტყვის გამო კაცს თავს ლაფი არ უნდა დავასხათ

ტაბულა

ეს განწყობა, რომ რაღაცა სიტყვის გამო ადამიანს თავს ლაფი დაასხა, არ არის სწორი და უნდა ვეცადოთ, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ადამიანებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის საკითხზე ჯანელიძის კომენტარს გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ ჯანელიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას ყავდა... ჩვენი ქვეყნისთვის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო სტუმრად, საკმარისია იმისთვის, რომ არ წამოსულიყო ეს შეურაცხყოფების ნიაღვარი მასზე. ეს ადამიანი ამას არ იმსახურებს. მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები