ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი თურქული ლირა, რომელიც გაასაღა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 

"დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

კომენტარები