ოკუპირებული აფხაზეთი

ხაჯიმბა: NATO-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა სოხუმისთვის საფრთხეა

rferl.org

საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ რუსული სააგენტო ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში სოხუმის მარიონეტული რეჟიმს ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს გააქტიურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ რეგიონში NATO-ს აქტიურობამ განაპირობა.

ხაჯიმბამ თბილისისგან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოითხოვა და აღნიშნა, რომ "მართალია, საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა ნაკლებად აგრესიულია, მაგრამ მშვიდობისმოყვარეობა მან არა სიტყვით, არამედ საქმით უნდა დაამტკიცოს". ხაჯიმბა ასევე აფხაზეთს გავლით რკინიგზის შესაძლო გახსნას მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული და პერსპექტიული პროექტია, რომელშიც აფხაზეთი თანასწორუფლებიანი მონაწილე უნდა იყოს.

კომენტარები