სტიქია ჩილეში

ჩილეში მომხდარ წყალდიდობას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ჩილეში წყალდიდობას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 125-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

წყალდიდობამ 30 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 3 000 საგანგებო თავშესაფარში მოათავსეს.

დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ რეგიონში ტეტანუსის, ცოფისა და ა ჰეპატიტის ვაქცინები გაგზავნა.

ჩილეს მთავრობა ამ დრომდე ცდილობს, მოსახლეობას წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინოს.

კომენტარები