დასავლელი ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობენ

კათოლიკეთა სააღდგომო წირვაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივიდნენ

ტაბულა

დასავლელი ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობენ. დღეს თბილისის წმიდა მარიამის ზეცად აღყვანების კათედრალში წირვა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღასრულა.

წირვას არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. მთავრობისთვის გამოყოფილი ადგილები ცარიელი დარჩა. კათოლიკეებისთვის აღდგომა არც პრემიერის მიერ შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს მიულოცავთ. წირვას არავინ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც.

კათოლიკეებს დღესასწაული მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სერგო რატიანმა და გიგი წერეთელმა მიულოცეს.

კომენტარები