თაღლითობა

თაღლითობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი მენოგნიშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდინებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით. სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა", - აცხადებს შსს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები