ფოკუსი

30 მარტი, 2015

- პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები არ იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მიიღო. დღესვე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გარდა პრეზიდენტისა, სიტყვით ფრაქციის თავმჯდომარეებიც გამოვლენ და თითოეულისთვის 15 წუთი იქნება გამოყოფილი. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების მომხრე იყო უმცირესობა. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე თავისუფალი დემოკრატები ამბობენ, რომ დებატების
გამართვა აუცილებელია. უმრავლესობა კი ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.
- გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო რობოტი აქვს. ოჯახის ადვოკატისთვის კი უცნობია, ვის აჩვენეს ის დაკითხულ მოწმეთა შორის. ამ ინფორმაციის გადამოწმება პროკურატურაში ვცადეთ, თუმცა, უწყებაში ამ დრომდე არ გვპასუხობენ.
- საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, მას ვადა ვერ ამოეწურება - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომლის მიხედვით, საფრანგეთში მინისტრის რანგში მისი ბოლო ვიზიტისას დადებული შეთანხმებას ამოქმედების ვადა 31 მარტს იწურება.
ირაკლი ალასანია საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვაზე დადებულ შეთანხმებაზე თანამდებობიდან მოხსნის პერიოდიდან საუბრობს.

კომენტარები