პერზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ჟორჟოლიანი: სადებატო პრეზიდენტის კი არა, აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხებია

დებატები არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და სადებატო საკითხები არის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხები. ჩვენ კომიტეტების დონეზე დავიწყეთ შესაბამის სამინისტროებთან ამ საკითხებზე მსჯელობა და ამას გავაგრძელებთ ინტენსიურად. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, ეს არის მიმართვა ზოგადად ხალხისადმი და პარლამენტში კეთდება იმიტომ, რომ პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი.

აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა გიორგი მარგველაშვილის საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით. პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 31 მარტს წარსდგება.

კომენტარები