m2 უძრავი ქონება

კომპანიამ "m2 უძრავი ქონება'' 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

დეველოპერულმა კომპანიამ "m² უძრავი ქონება", 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, m2 მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²–ის ობლიგაციებში და, შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. ხსენებული ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტმა" განახორციელა.

"მოხარული ვარ, აღვნიშნო "გალტ & თაგარტის" როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა, მივულოცო "გალტ & თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ "გალტ & თაგარტს" მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები", - განაცხადა "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

"მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას", - განაცხადა დეველოპერული კომპანიის "m² უძრავი ქონება" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას "გალტ & თაგარტ": www.gt.ge

კომენტარები