პრორუსული ქადაგება

მეუფე გრიგოლი პრორუსულ ქადაგებაზე: არ უნდა ვიქცეთ იარაღად მტრის ხელში

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ახლა საოცარი ტექსტი, განცხადებისა თუ ქადაგებისა, სადაც ნათქვამია, რომ ვისაც რუსეთი არ უყვარს ის საქართველოს მტერია. რა თქმა უნდა არ შეიძლება ზოგადად ვისაუბროთ იმაზე, რუსეთი უნდა გიყვარდეს თუ არ უნდა გიყვარდეს, რა თემაა არის ეს. რუსეთი არის სახელმწიფო, არის მეზობელი, მასთან შეიძლება იყოს ურთიერთობა პოლიტიკურ დონეზე იმ რეალობიდან გამომდინარე რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. მას აქვს თავისი ინტერესები, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, ყველა დროში, ჩვენ უფლება არ გვაქვს ახლა, რომ აღმოვჩნდეთ იარაღი მტრის ხელში და აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ მართლმადიდებლობის სახელით ჩვენი დროის ორჯონიკიძესა თუ სხვა მსგავსებს შემოვუძღვეთ საქართველოში, ეს იქნება წარმოუდგენელი და ღალატი ეკლესიისა, ერისა და სახელმწიფოებრიობისა

ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, სხალთელი ეპისკოპოსის, სპირიდონის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასა და ბელორუსს ღვთის განგებით დაიპყრობს, ხოლო რუსეთის მლანძღველს ვერ უწოდებს ქართველს

კომენტარები