გიორგი ბადრიძე: ოპოზიციასთან ურთიერთობა ხელისუფლების მოვალეობაა

პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ ოპოზიციის მიერ დადგმულ შოუში მონაწილეობას, მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ის არ უპასუხებს ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს ან კრიტიკას, იმიტომ, რომ ის მისთვის არ არსებობს,  რეალურად, ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, როგორ მოქმედებს დემოკრატია. ოპოზიციასთან ურთიერთქმედება საპარლამენტო ცხოვრების პროცესში არის ხელისუფლებაში არჩეული პოლიტიკური ჯგუფის, ასევე მთავრობის ძირითადი საკონსტიტუციო მოვალეობა. და მათი საქმე არ არის, ვინ და როგორი იქნება ოპოზიცია. არა მხოლოდ ამ მთავრობის, არამედ ყველა ხელისუფლების პირობებში ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ოპოზიციას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. 

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები