კახა კუკავას დაკავება

კახა კუკავა დააკავეს

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა მუხლსა და პოლიტიკოსის დაკავების მიზეზზე კომენტარს არ აკეთებს. 

პარტია თავისუფალი საქართველოს ინფორმაციით, დღეს, კახა კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც, "მას თავს დაესხა ორგანიზაცია თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი".

"შსს-ს თანამშრომლებმა ინციდენტის შემდეგ, გაუგებარი მიზეზით კახა კუკავა დააკავეს. ის ამ დრომდე რჩება პატიმრობაში. თავისუფალი საქართველო მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პარტიის ლიდერი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განმარტებები ინციდენტთან დაკავშირებით", - აცხადებს პარტია.

ლადო საღობელაშვილი დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სადღობელაშვილსა და კუკავას შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა თავისუფალი თაობის ლიდერი შსს-ში მიიყვანეს.

კომენტარები