Top Gear

BBC-იმ Top Gear-ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი სამსახურიდან გააგდო

independent.co.uk

ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი, რომელიც BBC-ის გადაცემა Top Gear-ს, კიდევ ორ თანაწამყვანთან ერთად 2002 წლიდან უძღვება გადაცემიდან გაუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება BBC-იმ მას შემდეგ მიიღო, რაც კლარკსონმა ერთ-ერთ პროდიუსერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

BBC მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდასამსახურეობრივ გამოძიებას ატარებს. მანამდე კი კლარკსონის წამყვანად აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კლარკსონი სკანდალში არაერთხელ გახვეულა. შარშან ერთ-ერთ ეპიზოდში რასისტული გამონათქვამის გამო გააკრიტიკეს. კლარკსონმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, ხოლო რასისტული მონაკვეთი ეპიზოდიდან ამოჭრეს.

ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების, რომლის ლოკაციაც არგენტინა იყო, კლარკსონის მანქანის ნომერი H982 FLK იყო, რამაც არგენტინელების განრისხება გამოიწვია. მათი აზრით H982 - 1982 წელს აღნიშნავდა, FLK კი ფოლკლენდს. შეგახსენებთ, რომ 1982 წელს არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ფოლკლენდის კუნძულების გამო ომი გაიმართა, სადაც საბოლოოდ ბრიტანეთმა გაიმარჯვა.

კომენტარები