TBC-ასავალ-დასავალი

ასავალ-დასავალის წინააღმდეგ TBC ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ TBC ბანკის სარჩელი გაზეთ ასავალ-დასავალის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბანკმა გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების გამო იჩივლა და მოითხოვდა ცრუ ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის 160 000 ლარით ანაზღაურებას.

სასამართლომ გაზეთს ცრუ ინფორმაციის უარყოფა დაავალა, მორალური ზიანის თანხით ანაზღაურების მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა. 

ასავალ-დასავალი სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. TBC ბანკი კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრებს და კვლავ მოითხოვს ფინანსურ სანქციას.

სასამართლომ გაზეთ ასავალ-დასავალს შემდეგი შინაარსის ტექსტის გამოქვეყნება დაავალა იმ ადგილზე და იმავე შრიფტით, როგორც იყო სტატიები მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის შესახებ:

"სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის შესახებ.

1. არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ ვითომდა მამუკა ხაზარაძემ და თიბისი ბანკმა უკანონოდ მიისაკუთრა ელიტ ელექტრონიქსი, თავისუფლების მოედანზე მდებარე ცეკავშირის შენობა, ბორჯომის აქტივები და ცდილობს გუდვილის გაკოტრებას;

2. არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ხაზარაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას;

3. მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ ტრაგედიასთან".

კომენტარები