ჟურნალისტის ცემა

გედენიძის ცემაში ბრალდებულისვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ფოტოგრაფზე ძალადობა
ტაბულა

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებული ივანე ბეგიაშვილისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბეგიაშვილის ადვოკატის ლოტბერდი კუპატაძემ განუცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობის საპასუხოდ დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.

ადვოკატის თქმით მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ვინ იყო ირაკლი გედენიძე და იყო თუ არა იგი ფოტოკორესპონდენტი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ივანე ბეგიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, ცემის ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა რაც შეეხება ჟურნალისტისთვის საქმიანობის დროს ხელის შეშლის ბრალდებას, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

4 მარტს, გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

კომენტარები