თბილისის მერია

თბილისის მერია გათავისუფლებულ თანამშრომლებს თანამდებობებზე დროებით აბრუნებს

amerikiskhma.com

მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარეს, უწყება კიდევ ერთ შანს აძლევს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ამბობს, რომ დარჩენილ ვაკანსიებს ისინი დროებით დაიკავებენ.

მერიაში დროებით დაბრუნებულ თანამშრომლებს ტესტირება მოგვიანებით კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი მეორედაც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, იძულებულები იქნებიან, დატოვონ სამსახური. 

კომენტარები