აფხაზეთის რკინიგზა

ბოკერია: აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არსებული ვითარების ლეგიტიმაცია იქნებოდა

ერთადერთი ვითარება, როდესაც საქართველოს ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამ საკითხის დაძვრაც კი, არათუ საბოლოო განხორციელება რკინიგზის გახსნისა ოკუპირებულ აფხაზეთში, არის პაკეტში რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლასთან და დევნილების რეალურად დაბრუნების პროცესის დაწყებასთან ერთად. ყველა შემთხვევაში ეს არის არსებული ვითარების ლეგიტიმაცია საქართველოს მხრიდან, ჩვენი პოზიციების დასუსტება, რუსეთის ინტერესების გაძლიერება და ამასთან ერთად ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან.

 

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე შესაძლო მოლაპარეკების შესახებ.

კომენტარები