აკრძალვა საბერძნეთის სუპერლიგაში

საბერძნეთის მთავრობამ საფეხბურთო სუპერლიგა ერთი კვირით შეაჩერა

bbc.co.uk

საბერძნეთს მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ქვეყანაში პროფესიონალური საფეხბურთო შეჯიბრებები გაურკვეველი ვადით შეეჩერებინა. მიზეზი სტადიონებზე მასობრივად მძვინვარე აგრესია გახდა.

მიუხედავად ამისა, BBC-ს ცნობით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა აკრძალვა მხოლოდ საფეხბურთო სუპერლიგას შეეხება და თან მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში.

კვირას, პირეუსის ოლიმპიაკოსი პანათინაიკოსს დაუპირისპირდა. ტრიბუნებზე გულშემატკივრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რამდენიმე დღეში კი ორი კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე დაუპირისპირდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ჩემპიონატების შეჩერება გადაწყვიტა, მაგრამ როგორც შემდგომ სპორტის მინისტრმა, სტავროს კონტონისმა დაადასტურა, აკრძალვა ერთ კვირას გასტანს.

კონტონისის თქმით, საფეხბურთო მოხელეები სახელმწიფოსთან კონსულტაციებს გააგრძელებენ და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ სტადიონებზე აგრესიის გამოვლინება.

კომენტარები