სოციალურად დაუცველების აქცია

სოციალურად დაუცველების აქციაზე 4 პირი დააკავეს

აქცია კანცელარიაში
რუსთავი 2

კანცელარიის შემდეგ სოციალურად დაუცველებმა ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა, სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება უკვე დაკეტილია. აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ 4 პირი დააკავა. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი.

მანამდე, აქცია მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოციალურად დაუცველები და დევნილები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ სახელმწიფო დახმარება შეუჩერდათ.

აქციის მონაწილეები სოციალური აგენტების არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე მიუთითებდნენ. ასევე, დევნილი, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო მოსახლეობის მიმართ მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

აქციის მონაწილეები ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების გადადგომასა და პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

სოციალურად დაუცველებმა კანცელარიაშიც სცადეს შეჭრა, თუმცა, მათ ამის საშუალება სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.

კომენტარები