თბილისის მერია

ნარმანია: ვაკის გამგებლის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარვადგენთ

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკის გამგებლის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარადგენს. ნარმანიას თქმით, ამასთან დაკავშირებით მერიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ვაკის გამგებლის კანდიდატურა იქნება უახლოეს დღეებში წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით შიგნით ვმუშაობთ და გვაქვს მერიაში კონსულტაციები. კონსულტაციების დასრულების შემდგომ წარმოვადგენთ ღირსეულ კანდიდატურას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ვაკის გამგებლის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები