ლარის კურსი

მარგველაშვილი ლარის კურსზე: დროა, სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე მოვისმინოთ

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა ლარის გაუფასურებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლაა საჭირო.

„შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ ბევრი კომპეტენტური პირისგან, ახლა ჩვენ ველით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გზებს. ამ ანალიზში ჩვენ ვხედავთ დეტალურ გაშლას, თუ რა იყო განმაპირობებელი ფაქტორები. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა კომენტარი ნაციონალური მოძრაობის წერილზეც გააკეთა. ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს, პარასკევს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ლარის კურსის გაუფასურება და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება განხილული.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვადა ამის გადასაწყვეტად და ამ კონსტიტუციური ვადის ფარგლებში გაგცემთ პასუხს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები