აფეთქება ხარკოვში

ხარკოვში უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერი აქციის დროს აფეთქება მოხდა

დღეს უკრაინაში, ხარკოვში, უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერი აქციის დროს აფეთქება მოხდა.

როგორც SQ იტყობინება ხალხი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა, შემდეგ კი მსვლელობა თავისუფლების მოედნისაკენ დაიწყეს. დაახლოებით 13:10-ზე კი კოლონის თავში აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით აქციის გვერდზე ერთ-ერთი მიმავალი მანქანიდან ხელყუმბარა ისროლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

ჯერ-ჯერობით მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის, თუმცა ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით 2 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები