საქართველოს საგარეო კურსი

ბაქრაძე: ჩვენ მივიწევთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზაციისკენ

http://greece.mfa.gov.ge/

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ჩვენ მივიწევთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზაციისკენ". ბაქრაძემ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "ბრიუსელშიც, რუსეთშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას",

"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა, NATO-საქართველოს კომისია, არსებით ღონისძიებათა პაკეტი... რაც შეეხება ფორმატის გადახედვას, ჩემთვის საკმაოდ მკაფიოა ის საკითხები, რაც არის განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ეს იყო გაცხადებული პირველი დღიდანვე და ეს არის დღესაც. ეს არის ეკონომიკური და კულტურული საკითხების გაღრმავება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები