გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა

საგარეო უწყება: ვმუშაობთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე

"ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე და როგორც კი გვექნება სიახლე, აუცილებლად შეგატყობინებთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ტაბულას გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გასული წლის 28 ნოემბერს მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო უწყება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, თამარ ბერუჩაშვილი ირწმუნებოდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტიც და შესაბამისი ნოტაც გაგზავნილია. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მაშინ ტაბულას უთხრეს, რომ დოკუმენტის გაგზავნასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოგვაწვდიდნენ. მინისტრის განცხადებას ტყუილს უწოდებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე ქართული მხარეს სამუშაოები არ დაუწყია და ინსტრუქციები არც ელჩებს მიუღიათ.

კომენტარები