არ ვიცი, აქ რაზე იყო საუბარი. თუ ეს ეხება არსებითი პაკეტით განსაზღვრულ დებულებებს, აქ საუბარია მხოლოდ სასწავლო ცენტრზე და, შესაბამისად, ეს არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება და მიგვაჩნია, რომ საქართველო არასდროს არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც რაღაცნაირად დაძაბავს უსაფრთხოებას რეგიონში. მე ვერ გეტყვით, რაზეა საუბარი, რა იგულისხმა ბატონმა ზურაბმა, ეგეთი რამე ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. საუბარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასწავლო ცენტრის არსებობაზე საქართველოში, და ეს ჩვეულებრივად გრძელდება, როგორც იყო დაგეგმილი მუშაობა.
tbl.ge/ogh
დაკოპირდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ პრემიერმინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიგი გიგიაძის ის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, NATO-სთან თანამშრომლობა არ ითვალისწინებს ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და "ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს".
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




