სერგეი ლავროვის განცხადება

ზაქარეიშვილი ტაბულას: თქვენ უსმინეთ ლავროვს, ჩვენ მოვიქცევით როგორც საჭიროა

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს, ტაბულამ ჰკითხა, რას უპასუხებდა ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მუქარას, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"კი ბატონო, როგორც სჩანს, თქვენთვის ლავროვის სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობის, თქვენ უსმინეთ ლავროვს და ჩვენ მოვიქცევით, როგორც ჩავთვლით საჭიროდ", - უპასუხა ტაბულას ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ორმა წელმა, რაც კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, დაადასტურა, რომ ის არ არის "ავანტიურისტული და ვოლუნტარისტი" მთავრობა.

"პროვოკაციებს არ ვეგებით, შეცდომებს არ ვუშვებთ, რომელსაც შემდეგ იყენებს რუსეთი. ორმა წელმა აჩვენა, რომ მზად ვართ. რუსეთი ასეთი აგრესორი არასდროს ყოფილა, მთელ მსოფლიოს აჩვენა, 2008 წელს ვერ დაინახა ვერავინ, ახლა ყველა ხედავს, აი ამ ფონზე, როცა რუსეთი ასეთი აგრესიულია და ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უამრავ სხვადასხვა პროვოკაციებში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ.

ორი წელი ჩვენ ისე გავიარეთ, რომ ვერ აიცილა ეს ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა, არ გვყავს არცერთი დაღუპული, არ გვყავს არცერთი დევნილი და არ გვაქვს არცერთი სოფელი და ქალაქი დაკარგული", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები