საემიგრაციო პოლიტიკა

წულუკიანი: ჩემმა სავიზო რეფორმამ ქვეყანა მიიყვანა წარმატებამდე

ჩვენ გვაქვს ის საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმა, რომელიც აუცილებელია საქართველოს წარმატებისთვის მაისში რიგის სამიტზე. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკის კრიტიკა, რა თქმა უნდა, შეიძლება, იმიტომ რომ უხარვეზო და უმტკივნეულო არცერთი მასშტაბური რეფორმა არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს რეფორმა წარამატებით შეაფასა ბრიუსელმა. ამ საკნონმდებლო რეფორმის დამსახურება და წყალობაა, იმ კომისიის ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, რომ ევროკავშირმა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებულად ჩათვალა და დაგვიხურა. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ეს რეფორმა ვინმეს ბრალია, ეს თუ ჩემი ბრალია, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი ბრალია. იმიტომ, რომ ამ ჩემმა რეფორმამ, რომელშიც ბევრი სხვა უწყებაც იყო ჩართული, მიიყვანა ქვეყანა წარმატებამდე შარშან ოქტომბერში. ამიტომ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიბრალებ ამ რეფორმას, რადგან ეს იყო ქვეყნის დიდი წარმატება

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მთავრობის საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, "აბსოლუტურად გაუაზრებლად ბევრ ქვეყანასთან გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი".

კომენტარები