ყველანი მივხვდით, პოლიტიკური კუთვნილების თუ სიმპათიების მიუხედავად, რომ ძალიან სერიოზულ შარში ვართ ყველანი, მთელი ქვეყანა. განსაკუთრებით ეს გვახსენდება ხოლმე, როცა ვუსმენთ იმ კაცს, ვინც მართავს ამ ქვეყანას და ბუნებრივია, განსაკუთრებით იმ, ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, ეკონომიკაში პირველ რიგში... და ეს ადამიანი ყოველი ახალი გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გვიმძაფრებს ამ შეშფოთებას. მთელი საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ არათუ გააზრება არ ხდება არსებული პრობლემებისა - თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება, არამედ, ჯიუტად და საზოგადების შეურაცხყოფების ფონზე ხდება ამ სისულელეების გამეორება. ამ ბოლო გამოსვლის დროსაც, მან განსხვავებული ფორმით, მაგრამ იგივე ხაზი დააფიქსირა, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, საერთოდ კარგი წელი იყო, რაღაც გარე პრობლემები არის, ლარი კარგად იქცევა და არ გაუმეორებია, მაგრამ იგივე სულისკვეთება ჰქონდა, რაც წინა გამოსვლის დროს - რომ ხალხის ბრალია, რადგან არასწორად აბანდებენ ფულს, თორემ სხვა ყველაფერი არის კარგად.
tbl.ge/12vj
დაკოპირდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
ამავე თემაზე
- ვოლსკი ივანიშვილზე: "აღარ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ
- ივანიშვილი: ასეთი თანამდებობის წევრები დავსაჯეთ და დემოკრატიის კუთხით ევროპა ტაშს გვიკრავს
- ივანიშვილი: ღმერთმა მომასწროს, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება, მოვესწრები ამას
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ ვუტოვებ მთელ გუნდს, ჩემნაირებს
- ივანიშვილი: საძმო გვმართავდა, სამოქალაქო ომი გვქონდა, ბოლოს მივიღეთ უდიდესი კატასტროფა - ენმ




