შეფასებები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის მისი ანალიზი. ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა მისი შეფასებები და ხედვა, რომელიც არ ეფუძნება ხოლმე ემოციურ განცხადებებს, განწყობებს და არის საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვებისა და შედარების შედეგად გაკეთებული. ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ის ამ შეფასებებს აკეთებს. პირადად ჩემთვის არის ასევე საინტერესო და საყურადღებო. ვფიქრობ, რომ მისი ეს ინტერვიუც, ისევე, როგორც მისი ყველა წინა შეფასება, იყო ძალიან საინტერესო და საყურადღებო. ბიძინა ივანიშვილი ჩემი დაკვირვებით ზედაპირულ განცხადებებს არასოდეს არ აკეთებს და მისი განცხადებები ეყრდნობა ღრმა ანალიზს და არც შემთხვევით არ აკეთებს განცხადებებს.
tbl.ge/11me
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე.
ამავე თემაზე
- ჩუგოშვილი: მუშაობის პროცესში არაფორმალური მმართველობა არ მიგრძვნია
- კვაჭანტირაძე: ბატონ ბიძინას აზრს ვეკითხებით, ყველა ქვეყანაში ასე ხდება
- ფანჯიკიძე: თუ არაფორმალური მმართველობის სისტემა არ შეიცვალა, არაფერი გამოვა
- ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი სამების ტაძარში იმყოფებიან
- ცქიტიშვილი: დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები




