ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: რესპუბლიკელები ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ

[თავისუფალი დემოკრატები] ცდილობენ, [ე.წ. კაბელების საქმეზე] პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან.იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები