ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი ალასანია-მარგველაშვილის შესაძლო ალიანსზე: მშვიდობაში მოახმაროთ

ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, ყველას ერთი საზომი ექნება - პოლიტიკოსის კერძო ინტერესები  ქვეყნის ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს. როცა ამ ორ საკითხში აცდენა დაფიქსირდება, მეც და სხვებსაც შესაბამისი რეაქცია გვექნება. საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება. ეს დაავადება გადავიტანეთ. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება. კი ბატონო, საქართველო იყოს მთლიანად საძმაკაცო, მაგრამ ერთ საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება.

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრის კითხვაზე "სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ, რომ ალასანიამ და მარგველაშვილმა შესაძლოა ალიანსი შექმნან".

კომენტარები