ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მე აკრძალული მაქვს ჩემი ძმებისთვის ჩემამდე ინფორმაციის მოტანა

მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრისას.

კომენტარები