ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: განვიცდი, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ფაქტს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი დააკავეს, "როგორც საზოგადოება, ისე მეც განვიცდი". როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აღნიშნა, ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ.

"ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება - შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი "ძველებურად აღზრდილი" პოლიციელები. ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა - არ შეიძლება, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ისპირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ" - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები