ვასაძე: მაიდანი ამერიკელების მოწყობილი სისხლიანი გადატრიალებაა

ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ამ ქვეყანაში, არ იყო მხოლოდ მისი და მისი დანაშაულებრივი გუნდის ხუშტურები. ეს იყო რაღაც ბევრად უფრო დიდი ძალის სურვილი, რომელმაც იგივე გუნდით გადაწყვიტა, საწყალ, გახლეჩილ ქვეყანაში იგივე გააკეთებინოს ამ გუნდს, რაც ჩვენთან. ვუსამძიმრებ უკრაინას.... ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, ევრომაიდანზე - არაკონსტიტუციური, სისხლიანი სამხედრო რევოლუციაა. კი ბატონო, ბიუროკრატი კორუმპირებული იანუკოვიჩის წინააღმდეგ. მაგრამ ის იყო კოსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი. ეს ომი, ეს კიევის ცენტრის გადაწვა, ამერიკელებმა არ მოახდინეს? ვიქტორია "ნორლანდი" [ნულანდი] დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში ამ ოპოზიციონერებთან... ის უბედურება რაც ხდება დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რისი შედეგია ხომ ხვდებით? რუსეთის ქმედებები ამერიკელების მოწყობილი გადატრიალების შედეგია, ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შედეგია, რომელიც კიევში მოხდა. ... სლავები, ძმები ხოცავენ ერთმანეთს და აბსოლუტური სისულელეა ახლა ჩვენ რომელიმე მხარე დავიჭიროთ და ვიძახოთ, წავიდეთ უკრაინაში და ვახოცინოთ უკრაინელებს რუსები. თუ ომი გვინდა, ვიომოთ ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ამ სიტუაციაში, როდესაც ზესახელმწიფოები გლეჯენ ერთმანეთს, ხარ პატარა ქვეყანა შუაში და ხედავ, რომ ეთნოგენეტიკურად ერთი ერი ხოცავს ერთმანეთს, შენ აქედან უჭიჭყინო და ეძახო, რომ მე ერთს მხარეზე ვარ, რომ მეორეები მოვკლა, არის საქართველოს ღალატი.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში

კომენტარები