თეორემა

მორიგი საკანონმდებლო ნაღმი - ხელისუფლება შრომითი მიგრაციის წინააღმდეგ

მორიგი საკანონმდებლო ნაღმის აფეთქებამდე დროის ათვლა დაწყებულია - ასე ეხმაურება ეკონომისტთა ნაწილი შრომითი მიგრაციის შესახებ ახალ კანონს, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა. ახალი კანონის მიხდვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქირავებას მოისურვებს, საქარველოს მთავრობას უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი ბადალი საქართველოში არ მოიპოვება.

მაგალითად თუ ტაბულაში მოვისურვეთ ინგლისურენოვანი რედაქტორის აყვანა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში უნდა გავაგზავნოთ არგუმენტაცია, რატომ ვერ აღმოვაჩინეთ იგივე თვისებები ჩვენს თანამემამულეში. ამასთან, სახელმწიფოს უფლება აქვს სამსახურის მაძიებელების მონაცემთა ბაზიდან ალტერნატივები შემოგვთავაზოს და ჩვენ მოგვიწევს ვუმტკიცოთ, რატომ მირჩევნია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივებს.

განტევების ვაცი კვლავინდებურად ევროკავშირია. სახელმწიფო ამ კანონის მიღების აუცილებლობას ევროკავშირის მოთხოვნებით ხსნის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უფრო ზუსტად კი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ელზა ჯგერენაია განგვიმარტავს, რას ემსახურება ამ კანონის მიღება.

სტუმრები: მარიამ ხოხობაია, ანა გაგუა.

კომენტარები