იური ვაზაგაშვილის საქმე

პროკურატურა გიორგი სოსანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი სოსანაშვილისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების შესახებ მსჯელობენ. პროკურატურა დაკავებული პოლიციელისთვის პატიმრობას ითხოვს. პროცესს ესწრებიან სოსანაშვილის ოჯახის წევრები, მათი თქმით, აფეთქების დროს სოსანაშვილი კასპში მეგობართან ერთად ერთ-ერთ სასადილოში იყო.

პროცესის დაწყებამდე სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც მას საქმის მასალები გადასცეს. იგი საგამოძიებო ორგანოში სამ საათს იმყოფებოდა. მისივე თქმით, საქმე 8-ტომიანია, თუმცა საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმეზე გიორგი სოსანაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

კომენტარები