თეორემა

იერიში ევროპის სახელით - მთავრობა ტელევიზიების დამოუკიდებლობას ზღუდავს

"მედიას მოვუწოდებ, იმ ტოტს ნუ ჭრის, რომელზეც ზის. ეს თავისუფალი სივრცე შეირგონ, თორემ ამ თავისუფლების ალტერნატივა ისევ ტერორი და შევარდნებია! ჩვენ ამას არ ვიზამთ, მაგრამ პროცესი იქამდე მიდის, შესაძლოა ხალხში მოთხოვნა გაჩნდეს, მკაცრი ხელია საჭირო და ტელევიზიებს მიხედეთო... მოთხოვნა თუ გაჩნდა, შემდეგი ხელისუფლება ამ მოთხოვნას შეასრულებს" - იმუქრება ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია.

მუქარის პარალლურად, ხელისუფლება ტელევიზიებს სარეკლამო რეგულაციებს უწესებს, რაც პოლიტიკური სპექტრის და მედიის დიდ ნაწილში ტელევიზიების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯად ფასდება. რუსთავი ორის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებებმა შეიძება გამოიწვიოს.

კომენტარები