თეორემა

ლარის გაუფასურების შედეგად გაზის ფასი მატულობს. რა იქნება შემდეგი?

2015 წლის პირველი მარტიდან, ანუ სულ რაღაც სამ კვირაში იურიდიულ პირებს ბუნებრივი აირის ტარიფი 20%-ით გაეზრდებათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ და ლარში ყიდიან.

ნავთობისგან განსხვავებით, მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასის ცვლილებას მყისიერი შედეგი არ მოყვება. ბუნებრივი აირის ფასი ხანგრძლივი კონტრაქტებით რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასთან ერთად, მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასიც იკლებს, საქართველოსთან გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტებზე ეს არ ასახულა.

ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანიდან ისედაც შეღავათიან ფასად შემოგვაქვს და აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივ აირზე ფასის დაწევის მაღალი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად აზერბაიჯანი ენერგორესურსებზე ფასების კლების გამო ისედაც ზარალშია.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ბუნებრივი აირი თბოელექტროსადგურებსაც უძვირდებათ. შესაბამისად ძვირდება ბუნებრივი აირით ელექტროენერგიის წარმოებაც. ენერგეტიკის მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ თბოელექტროსადგურები ლარის გაუფასურებით გამოწვეული დანაკარგის ასანაზღაურებლად ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ითხოვენ.

ბუნებრივი აირის გაძვირების სამომხმარებლო ეფექტზე ვიმსჯელებთ დღეს თეორემაში. ჩვენ რომან გოცირიძესთან ერთად შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, როგორ შეძლებენ ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიები იმ დანაკარგის შევსებას, რაც ლარის გაუფასურებამ გამოიწვია თუ კერძო მომხმარებლებსაც არ გაუძვირეს მიწოდება და როგორ აისახება კომერციული სუბიექტებისთვის გაძვირებული ბუნებრივი აირი იმ პროდუქციის ან სერვისის ფასებზე, რასაც ეს სუბიექტები აწარმოებენ ან გვაწვდიან.

კომენტარები