36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის

ბოკერია: ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა რეალურად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ დღეს პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე - 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს გეგმა რეალურად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. 

"ეს არის ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორც ნახეთ, არა რაღაც ზოგადი დაპირებები. ეს არის ის ნაბიჯები, კერძოდ, გადასახადების დაწევა, ტვირთის შემსუბუქება ზოგადად ეკონომიკაზე, ბიზნესზე, უაზრო რეგულაციების შეჩერება. ეს არის ის გეგმა, რომელიც რეალურად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის დოვლათს და კეთილდღეობას მოუტანს თითქმის თითოეულ მოქალაქეს. თუ ეს ხელისუფლება არ გადადგამს ამ ნაბიჯებს, რისი ნიშნებიც გვაქვს სამწუხაროდ, რომ ამის ხედვა ნება, უნარი, ცოდნა, არ გააჩნიათ, ამ ნაბიჯებს გადადგამს ის გუნდი, რომელსაც ხალხი გამოუცხადებს ნდობას შემდეგ არჩევნებზე და ასეთი გუნდა არის ის გუნდი, რომელმაც ეს გეგმა შეიმუშავა.

რაც შეეხება კრიზისსა და მონეტარულ პოლიტიკას, სწორედ არის ამ დროს საჭირო ტვირთის შემსუბუქება ეკონომიკაზე და რეგულაციების თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები