ლარის კურსი

კობახიძე: ლარის კურსზე ივანიშვილის მესიჯები სწორი კონტრმესიჯები იყო

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მესიჯები "სწორი კონტრმესიჯები იყო".

"ძალიან ხშირად ხდება იმ მოვლენების დრამატიზება ოპონენტების მხრიდან, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. მესიჯები, რომლებიც მოვისმინეთ გუშინ, იყო ძალიან სწორი კონტრმესიჯები იმ სრულიად არაადეკვატური მესიჯების წინააღმდეგ, რომლებიც გაისმის ხოლმე მთავრობის მუშაობაზე, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია".

კომენტარები