ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები

კობახიძე: თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ღარიბაშვილის ნათესავებზე პრობლემები იყო

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პრობლემები მართლაც არსებობდა, თუმცა ის გადაჭრილია.

"თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა და ამ ეტაპზე ეს პრობლემები მოგვარებულია. ივანიშვილისგან კრიტიკა იმიტომ მიიღო, რომ არსებობდა ეს პრობლემა და ის გადაიჭრა", - თქვა კობახიძემ.

გუშინდელ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-თქო".

კომენტარები