თეორემა

რას დააშავებს ივანიშვილის ზებრა ხადურზე მეტს

საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს - რომლის შესახებაც ის ვიცით, რომ 26 წლის ასაკში დაუმთავრებია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ხოლო 2013 წლამდე, ვიდრე დეღარიბიზაცია დაიწყებოდა, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო.

რა ქვია მმართველობის სისტემას, სადაც პირველი მოქალაქის პირადი ასისტენტი პრემიერის თანამდებობას იკავებს, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის, პირადი დაცვის უფროსი - შინაგან საქმეთა მინისტრის, პირადი ბანკირი - ეკონომიკის მინიტრის. უნდა ველოდოთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირად ზებრას, რომელიმე წამყვან თანამდებობაზე? რას დააშავებს ზებრა ხადურზე მეტს? ამაზე ვმსჯელობთ თეორემას მეორე ნაწილში.

სტუმრები: ვანო მაჭავარიანი, ნიკა რურუა, გია ნოდია, გიორგი რუხაძე, სერგო რატიანი.

კომენტარები